შპს ,,უნი ექვიფმენთ“ დაარსდა 2011 წელს და უზრუნველყოფს საგზაო და სამშენებლო ტექნიკის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე.

მომსახურება მოიცავს ტექნიკის იმპორტს, რეალიზაციას და გაყიდვის შემდგომ სერვისს.

პროდუქციის ასორტიმენტს წარმოადგენს: ასფალტის/გრუნტის სატკეპნი დანადგარები, ღარსაღები, საჭრელი ხერხები, ასფალტის დამგებები, კომპრესორები, სანგრევი ჩაქუჩები, ბეტონზე სამუშაო ინსტრუმენტები და ა.შ.

კომპანიას გააჩნია სათადარიგო ნაწილების მარაგების საწყობი, საჭიროების შემხვევაში სწრაფი მიწოდების პირობით.

კომპანია გთავაზობთ ასევე სერვის მომსახურებას, როგორც ჩვენს მიერ გაყიდულ ტექნიკაზე, ასევე სხვა ექსპლუატაციაში არსებულ ტექნიკაზე, საგარანტიო და არასაგარანტიო ფარგლებში.

შპს ,,უნი ექვიფმენთ“ წარმოადგენს წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. მომწოდებელი პარტნიორი კომპანიები არიან:

  • Husqvarna
  • AtlasCopco
  • Dynapac
  • BetonTrowel
  • Poclain hydraulics
  • GF Gordini
  • Paladin attachment
  • Hatz
  • Lombardini

კომპანია ასევე გთავაზობთ ევროპული წარმოების მეორად საგზაო/სამშენებლო ტექნიკას გარანტიის პირობით.

კომპანიის პრიორიტეტები:

  • პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ადგილზე
  • ეფექტური მომსახურების სერვისი
  • შიდა განვადების ინდივიდუალური პირობა
  • სალიზინგო კომპანიების მხარდაჭერა
  • მიწოდების სერვისი საქართველოს მაშტაბით